არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - მათი მხრიდან არჩევნების გადადების თაობაზე საუბარი იმაზე მიუთითებს, რომ  წინასწარ აღიარებენ წაგებას, ეს პოლიტიკური კაპიტულაციაა

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი და მათი სატელიტები დაბალ ხმაზე უკვე საუბრობენ, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ხომ არ გადაიდება არჩევნები?! პირდაპირ გეუბნებით, ეს არის კაპიტულაცია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

„მათ დარჩენიათ ერთადერთი - ძალადობის, უიმედობის დანერგვითა და ამ ტიპის პოლიტიკური შეფასებებით დათესონ ნიჰილიზმი და როგორმე ჩრდილი მიადგეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, რაც ვერ მოხდება! პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, საარჩევნო ადინისტრაციას სრული მხარდაჭერა აქვთ, რომ არჩევნების დღეს მოქლაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამისთის ვემზადებოდით და სახელმწიფო ამას მომზადებული შეხვდება. როგორც ამომრჩეველთა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის დამკვირვებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თავისუფალი არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ დეზინფორმაციით, ჩრდილი მიადგეს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი მხრიდან დაბალ ხმაზე საუბარი არჩევნების გადადების თაობაზე ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წინასწარ აღიარებენ წაგებას და ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო