არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე თავდასხმა იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში წინასაარჩევნო კამპანია ტარდება დისტანციის დაცვით, პირბადისა და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებით. თალაკვაძის შეფასებით, ამ ფონზე ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, იყო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

„როგორ უნდა ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია თუ ამას თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით შუა საარჩევნო კამპანიაში, გირჩევთ აჩვენოთ თქვენს მხარდამჭერებს, როგორ ატარებს საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნება“, დისტანციის დაცვით, პირბადის გამოყენებით, დეზინფექციის საშუალებებით გამოყენებით, თერმოკონტროლითა და იმ პასუხისმგებლობით, რასაც ჰქვია საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. აი, ასე ტარდება ცივილიზებულ დასავლურ ქვეყნებში კამპანიები. რაც გუშინ ვნახეთ აჭარაში, ეს იყო ყოველგვარი გონივრული ფარგლების მიღმა და ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე,“- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა