ანგელა მერკელი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, ყოველ დღე მნიშვნელოვანია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალური კონტაქტები შეზღუდონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, ყოველ დღე მნიშვნელოვანია. მოგმართავთ, შეხვდით ნაკლებ ადამიანებს შინ და გარეთ. გთხოვთ, უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე, წვეულებაზე, რომელიც ძალიან აუცილებელი არ არის. დარჩი სახლში, რამდენადაც შესაძლებელია”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 348 557-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში 9 767-ს მიაღწია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს