აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საელჩომ საპროტესტო ნოტის გაგზავნის გადაწყვეტილება რუსი დეპუტატის ვიტალი მილონოვის აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს გამო მიიღო.

საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ 16 ოქტომბერს ვიტალი მილონოვი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული პროვოკაციული განცხადებები გააკეთა.

ამასთან, ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა საქციელმა, რომლის მიზანი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებაა, როგორც აზერბაიჯანის საზოგადოების, ისე რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა