კობა კობალაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება თბილისი, 17 ოქტომბერი. „ინტერპრესნიუსი“, - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, ანზორ მარგიანთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

კობა კობალაძემ, დღევანდელი დღე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიულოცა.

"დღეს საქართველოს ვეტერანთა დღეა. ეს არის ხალხი, რომლებიც არიან „დამნაშავეები“ იმაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ თითოეული ჩვენგანი, რომ გვაქვს სამშობლოს შეგრძნება, მისთვის თავგანწირვისა და თავდადების. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩემს დებს, ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა. უდიდესი ამოცანა დგას ჩვენს წინაშე. თითოეული ჩვენგანი ერთად ყოფნით მოვახერხებთ ჯერ ამ პრობლემების გადალახვას და შემდეგ, იმ სანუკვარი აზრისა და იდეის აღსრულებას, რასაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია,"- განაცხადა კობა კობალაძემ.

ვეტერანებს დღევანდელი დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ და მთავრობის სხვა წევრებმა ფეისბუქის საშუალებით მიულოცეს.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა