სერგი კაპანაძე - ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ ჩაგვეგდო და აქედან გამომდინარე ვთქვით აქციაზე უარი

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებთ, პარტიამ თბილისში 17 ოქტომბერს დაანონსებული აქცია ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევათა მატების მიზეზით გადადო. მისი თქმით, ეს იყო პარტიის პასუხისმგებლობა იმ მხრივ, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დაეყენებინა.

ამასთან, სერგი კაპანაძე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ ბათუმში გამართულ მსვლელობა-აქციასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ გვქონდა მრავალათასიანი აქცია დაანონსებული და უარი ვთქვით ამ აქციის ჩატარებაზე, გამომდინარე იქიდან, როგორ სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება და მიგვაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე, ვთქვით აქციაზე უარი. მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომ წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არის არასწორი, რადგან მოსახლეობას აქვს ახლა არჩევანი, ან ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და წავიდეთ წინ, ან ამ ჭაობში დავრჩეთ კიდევ დიდი ხანი. ეს ჭაობი ნიშნავს ასევე კოვიდსაც და მასთან ვერგამკლავებასაც. ამიტომ, მე მესმის ყველა პოლიტიკური ძალის, რომლებიც საარჩევნო აქტივობებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ადამიანების სიცოცხლე დაგვეყენებინა მაღლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო აქტივობებს და ჩვენ კიდევ გვექნება მრავალი საინტერესო ღონისძიება არჩევნების დღემდე. ამიტომ, იქედან გამომდინარე, რაც ვთქვი, კონკრეტული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის უფო მეტი შეფასებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ მგონი მეტყველია განსხვავება ჩვენს დამოკიდებულებას და მათ დამოკიდებულებას შორის“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო