სერგი კაპანაძე - წელს 100 000 სამუშაო ადგილია დაკარგული, ეს არის მათ შორის პანდემიის დიდი მეგობრების: კობახიძის, ივანიშვილის და მსგავსი „კლოუნების“ დამსახურება

წელს 100 000 სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის, მათ შორის, პანდემიის ყველაზე დიდი მეგობრების- კობახიძის, ივანიშვილისა და მსგავსი „კლოუნების“ დამსახურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას ქვეყანაში და კობახიძეს „ორპირი გაიძვერა“ უწოდა. კაპანაძის განმარტებით, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადებები არც კი გაუვლია თავში, როდესაც დენდროპარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ან „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა.

ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ორპირი გაიძვერა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროპარკში იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არც კი გაუვლია თავში, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა. ეს არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელსაც მთავრობა ეწევა და თუ დააკვიდებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში, არცერთი პოზიტიური გზავნილი, არცერთი გზავნილი იმაზე, რა უნდა ეშველოს ქვეყანას, არცერთი გზავნილი, თუ რა პრობლემას გადაჭრიან, „ქართული ოცნების“ მაღლაჩინოსნებიდან არ წამოსულა. გზავნილები არის მხოლოდ ერთი, რომ ოპოზიციამ გააფუჭა ეს, ოპოზიციამ გააკეთა -ის, ოპოზიციამ გაყიდა რაღაც და მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კამპანია. ამაზე ქართველი ხალხი პასუხს აუცილებლად გასცემს მას და ბიძინა ივანიშვილს , რომ სრულიად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ქვეყნის მართვას, ეპიდემიის მართვას, ეკონომიკის მართვას და ამ ყველაფერს, ჯამში ეწირება ადამიანების სიცოცხლე“ , - განაცხადა კაპანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს