თორნიკე ჯანაშვილი - მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და ბინძურ კამპანიას „რეფორმერის“ წინააღმდეგ

„მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და ბინძურ კამპანიას „რეფორმერის“ წინააღმდეგ“,-ამის შესახებ პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.

როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ეწევა დეზინფორმაციის კამპანიას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას „რეფორმერის“ წინააღმდეგ.

„დღეს გაკეთდა განცხადება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდა რეფორმების გუნდი შეუერთდა . ეს შეთხზული გუნდი, რეალურად ისედაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სახელების მანიპულირებით, რათა მოხდეს პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ დისკრედიტაცია.

ჯერ კიდევ, როდესაც "რეფორმერი" იყო ახალგაზრდული პლატფორმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა დეზინფორმაციის კამპანიას, რომ ვითომ არსებობს კავშირი ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას არ მოჰყვა მათთვის სასურველი შედეგი, რის შემდეგაც მათ შექმნეს ახალი ნარატივი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს როგორც ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად იყრის კენჭს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ნომრით 13.

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას, ეს არის ბინძური კამპანია, რაც აზიანებს პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოს” - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

ინფორმაციას პარტია „რეფორმერის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა