არმაზ ახვლედიანი - ბევრი ვიწვალეთ ქართველმა ხალხმა და მგონი დავიმსახურეთ, რომ საქართველოში გვქონდეს ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა

ბევრი ვიწვალეთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა და მგონი დავიმსახურეთ, რომ საქართველოში გვქონდეს ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, 31 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელიც საქართველოს ადამიანურ, წესიერ მმართველობას მოუტანს.

„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან სულ რაღაც 20 დღეში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა შეხვედრა, მე მაშინ ის პირველად ვნახე და შემომთავაზა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. დავთანხმდი, მაგრამ იქვე ვუთხარი: უნდა დავიწყოთ რადიკალური რეფორმები და უპირველესად, რეფორმას უნდა დაექვემდებაროს მმართველობა, ის უნდა გახდეს ადამიანური, ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკა არის ხალხისთვის, ბიზნესი კი - პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, ჩაურევლად... მოკლედ, როცა ვიწყებთ ფორმალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მომართვას ადამიანის ყაიდაზე. მაშინ ეს პროექტი ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ, რომ ბათუმში, აჭარაში მოკალათებულმა ბიზნეს-პოლიტიკურმა კორუმპირებულმა წრეებმა და ახლად გამომცხვარმა დიდმოხელეებმა თბილისში ივანიშვილი დაარწმუნეს, უთხრეს, რომ ახვლედიანი ურჩია და ის ხელს არ მოგიწერთ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უკანონო გარიგებებზეო. სწორადაც უთხრეს! ბევრი წელი გავიდა, ბევრი ვიწვალეთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა და მგონი, დავიმსახურეთ ის, რომ 8 წლის შემდეგ, 31 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი, რომლის შედეგადაც საქართველოში, ბათუმში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში გვექნება ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა! მმართველობა, რომლის მიმართაც გვექნება ნდობა! მმართველობა, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ღირსებას“ , - აცხადებს ახვლედიანი, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო