ნინო ბურჯანაძემ პარტიული სიის ოცეული წარადგინა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეული წარადგენა და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ერთიანი საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძეა. ოცეული კი ასე გამოიყურება: ნინო ბურჯანაძე, გრიგოლ ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესიკ დანელია, თამარ ზურაშვილი, მამუკა აჩბა, ბექა პეტრიაშვილი, მაია ხრიკაძე, ივანე მაჭარაშვილი, დავით ეხვაია, ქეთევან ზაქარეიშვილი, აკაკი კიკვაძე, დავით წერეთელი, მაია პაჭკორია, ნიკა პეტრიაშვილი, ალექსი ჩხიკვაძე, ელენე იაშვილი, ხვიჩა გამარჯობაძე, მარინა მესხიშვილი.

ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამჟამინდელი მთავრობა ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

„შეუძლებელია ქვეყანა ნორმალურად ვითარდებოდეს, როცა მმართველს გვერდით ნიჭიერი, დამოუკიდებელი ადამიანების გამოჩენის ეშინია, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, როცა სრულიად ბიზნესი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, როცა არ არსებობს სამართლი, როცა სამართლის ნაცვლად, ერთი ადამიანის გადაწყვეტილება მეფობს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადაანაცვლებს. მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ პროფესიონალებთან ერთად ქვეყანას მოვუგვარო ის პრობლემები, რა პრობლემებიც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის: სიღარიბე, უმუშევრობა, გაჩერებული ეკონომიკა, პანდემია, „ბორდერიზაცია“, დაქუცმაცებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ოჯახებიდან გასული ქალები, რომლებიც სხვის შვილებს და სხვის მშობლებს საზღვარგარეთ უვლიან, თავიანთი შვილები და მშობლები დატოვებული ჰყავთ საქართველოში. ეს არის იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომელთაც სწავლა უნდათ და თავიანთ ქვეყანაში მუშაობა, ოღონდ ამის საშუალება არ ეძლევათ. დიახ, მე მაქვს იმის ძალა და გამოცდილება, რომ დავალაგო ქვყენა ისე, რომ ეს დაპირებები ცრუ დაპირებები არ იყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხვედრას პარტიის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა