აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხონში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლეს საბავშვო, ილუსტრირებული ბიბლია, თემატური გასაფერადებელი ჟურნალები და სახატავი ფანქრები გადაეცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოზარდებს საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ. დღესვე, ქალაქ ხონში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც №4 საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ხონის ეკლესიისა და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე 200 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგო.

მოგვიანებით, ქალაქ ხონის სტადიონზე ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სპორტული აღჭურვილობის სრული კომპლექტი გადაეცათ.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერების ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანო და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა