პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი ვაკის ოლქის ამომრჩევლებს შეხვდა

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და „რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაკის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ. თორნიკე ჯანაშვილმა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მათ პარტია „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე ჯანაშვილი ვაკის ოლქის ამომრჩევლის პრობლემებს გაეცნო და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

„ვაკის ოლქის ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა. ყველა ცვლილებების მოლოდინშია. ამომრჩევლის სურვილია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა. ხალხი უკვე დაიღალა იმ დაპირებებით, რაც წლები ესმოდა და ისინი უკვე ღიად გამოხატავენ ინტერესს და მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ ამომრჩეველს, რომ 31 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ჯანაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „რეფორმერების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო