გიგი უგულავა - ქვეყანას მობეზრდა „ოცნება“, ქვეყანას ყელში ამოუვიდა ივანიშვილის ოლიგარქია და ტყუილები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ისანში, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდა. უგულავას თქმით, დღეს ქვეყანაში მომწიფებულია ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად სწორედ ერთიანობაა საჭირო.

უგულავამ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარი გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ.

„ქვეყანაში მომწიფებულია ცვლილებები, ქვეყანა ელის გარდამტეხ ცვლილებებს, ქვეყანას მობეზრდა „ოცნება“, ქვეყანას ყელში ამოუვიდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია და ტყუილები. აქ, ისანში, ჩემს საყვარელ რაიონში, კარგად იგრძნობა ენთუზიაზმი ამ ცვლილებების. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ გიორგი ვაშაძეა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისანში და მე მინდა ვთხოვო და მოვუწოდო „ევროპული საქართველოს“ ყველა ამომრჩეველს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც ისნის ამ ოლქში ცხოვრობენ, დაუჭირონ მხარი სწორედ გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარად. ის ამ რაიონს ძალიან კარგად იცნობს, ის არის ენერგიული ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მართლაც ღირსეული და მძლავრი ხმა პარლამენტში. ასე, რომ მეგობრებო, მოგიწოდებთ, ისნის მაჟორიტარულ ოლქში დაუჭიროთ მხარი გიორგი ვაშაძეს“ , - განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა