გიორგი გახარია - ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება

ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების წარმატება, ან საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის, გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი ზუგდიდი, ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები. დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს, ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების წარმატება, ან საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება. ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თითოეული წარმატებული პროექტი ამ აქალაქში და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითიდღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი შერიგებისკენ. ჩვენ დღეს „ვეტერანების დღეს“ აღვნიშნავთ და მინდა ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ და შრომის ფასი ყველაზე კარგად სამეგრელოში იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომელიც აქ ხორციელდება“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს