პრემიერი - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ყველაზე დიდი მიზანია

ჩვენ ყველაფერი უნდა შვექმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში ცხოვრება ზუსტად ისეთივე იყოს, როგორიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისშია, სხვაობა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, არჩევნების დროს პროვოკაციებს არ აყვნენ და ამასთან, პანდემიასთან დაკავშირებული წესები დაიცვან. გახარიამ ასევე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.

„2012 წლიდან სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1 186 000 ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომი 4 წლით, რაც საარჩევნო ციკლია, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და რა თქმა უნდა, აქედან დიდი ნაწილი მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ბოლომდე უნდა გავიყვანოთ. მაგალითად, წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა, როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა, შემდეგი პრობლემაა წყალნარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს წყალნარინების სრულფასოვანი სისტემა უნდა ჰქოდნეს და ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტს დავიწყებთ.

ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, მაგისტრალურს ვაკეთებთ, მაგრამ შიდასასოფლო გზები უკვე პრობლემაა, სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად - გზები, გზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სავადმყოფოები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შვექმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში ცხოვრება ზუსტად ისეთივე იყოს, როგორიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისშია. სხვაობა არ უნდა იყოს, შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს წარმატება, რა თქმა უნდა, განისაზღვრება პირველ რიგში, მისი რეგიონების წარმატებით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ყველაზე დიდი მიზანია, ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღსდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება უნდა იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენ მოქალაქეებს არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას. მე მესმის, რომ ჩვენთვის, ყველასთვის არ არის ბუნებრივი პირბადეეებით აქ ჯდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პაუსხისმგებლობაა ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ჩვენი ხანდაზმული ხალხის ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე ღირსეულად უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. გამარჯვებას გისურვებთ!“ - განაცხადა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო