არჩილ თალაკვაძე - მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს

ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ჩიქოვანს მხარდაჭერა გამოუცხადა და განმარტა, რომ ის იმსახურებს შესაძლებლობას და შანსს, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და საკანონმდებლო ორგანოდან ემსახუროს თავის ქვეყანას.

„ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს დედულეთში, სამეგრელოში და ზუგდიდში, საზოგადოებასთან შეხვედრა და საუბარი მომავალზე, საუბარი იმაზე, თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ადამიანის ღირსება, უფლებები და საკუთრება არის დაცული. ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მდიდარი და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია, ავაშენეთ სამჯერ მეტი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ათასობით სამუშაო ადგილი მოიტანა, რაც მთავარია, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო, კიდევ უფრო ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან და ნატოსთან.

დღეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული არჩევნებით, რომელიც ჩვენს მიერ მიღებული ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციით არის გარანტირებული, გადავდგათ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. უფრო ძლიერი დემოკრატია ნიშნავს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. აქ არის ჩვენი დიდებული ისტორია, მაგრამ ჩვენს წინაშე არის მომავალიც. ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის ჩვენს ხელში, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. სწორედ ასეთი ადამიანები ბრძანდებით თქვენ, ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდნენ სამეგრელოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და ასევე, მსურს მხარი დავუჭირო ირაკლი ჩიქოვანს. ახალგაზრდა, პროგრესულ, განათლებულ ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია, ემსახუროს თავის ქვეყანას. ის არის თქვენი კუთხის და თქვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, ვფიქრობ, ის იმსახურებს შესაძლებლობას და შანსს, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და საკანონმდებლო ორგანოდან ემსახუროს თავის ქვეყანას.

პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ილაპარაკა გეგმებზე, მას აქვს საქართველოს პარლამენტის და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ განაგრძოს პროგრესი, ასევე, წარმატებით შევძლოთ იმ გამოწვევასთან გამკლავება, რასაც ჰქვია კოვიდ 19 და გლობალური პანდემია. მან წარმატებით შეძლო ყველაზე რთული პირველი ტალღის მოგერიება ექიმებთან, ექთნებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად და ჩვენ ვიქნებით ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად, მათ გვერდით ბოლომდე, ვიდრე არ დავამარცხებთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა