ემანუელ მაკრონი- სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ მხარეებმა ამ შეთანხმებას პატივი უნდა სცენ.

„ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება ორივე მხარემ უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვას. საფრანგეთი ამ საკითხის მიმართ დიდ ყურადღებასა და ერთგულებას გამოიჩენს, რათა საბრძოლო მოქმედებები მუდმივად შეწყდეს და სანდო დისკუსიები სწრაფად დაიწყოს ”, - ნათქვამია ემანუელ მაკრონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ორი ქვეყნის უწყებებში აცხადებენ, ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა