ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურებმა მეშახტეები დალოცეს

ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მამა გაბრიელმა (ოყრეშიძე) ტყიბულში, შახტის ადმინისტაციული შენობის ეზოში არსებულ სამლოცველოში საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქნახშირიდან" აცნობეს, მასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა იონე (კობახიძე) და ეკლესიის სტიქაროსნები.

"მოძღვრებმა მეშახტეები დალოცეს და წმინდა ზეთი აცხეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ მამაომ შახტაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საჯანმრთელო პარაკლისს და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი, გენერალური დირექტორი ზურაბ აღდგომელაშვილი, მეშახტეები და შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია "საქნახშირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026