ვიეტნამში წყალდიდობას სულ მცირე 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში, კუანგჩის პროვინციაში წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დასახლებული პუნქტები დაეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო.

Reuters-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად პროვინციის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, სადაც უბედური შემთხვევის დროს 22 ჯარისკაცი იმყოფებოდა. მაშველები დაკარგულ სამხედროებს ეძებენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მათი თქმით, მსგავსი წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 20 წელია არ ყოფილა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო