კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელში საყოველთაო კარანტინის ვადა შემცირდება

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელში საყოველთაო კარანტინის ვადა შემცირდება.

BBC-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა, რის გამოც ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში მე-2 საყოველთაო კარანტინი დააწესა, რომელიც 1 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

მომდევნო კვირიდან უქმდება კანონი, რომელიც მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან 1 კილომეტრზე შორს გადაადგილებას უკრძალავდა. ამასთან, ქვეყანაში რესტორნებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს სახლში მიტანის სერვისი შესთავაზონ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მკაცრმა კარანტინმა სასურველი შედეგები გამოიღო და ახლა რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის დროა. ისრაელში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2 128 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა