შსს-მ ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა