მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის თვითიზოლაციაშია გადასული და თავს კარგად გრძნობს.

„მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, "ლელოელ" თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.

ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა. “ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით... თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც,“- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია