დეკანოზი დავით ტატანაშვილი - გელათს დროებითი გადახურვა გაუკეთდა იმ ადგილებში, სადაც დაზიანებაა, რომ წყალი არ ჩავიდეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს.

„ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, რომ ეს ხარვეზი ოფიციალურად დაფიქსირდა. ამაში ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. იმ ფირმას, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს, დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და აღადგინოს ის, რაც დაზიანებულია. ჩვენ კონტაქტში ვართ აღნიშნულ სააგენტოსთან და ჩვენი და მათი ინფორმაციით, თავდაპირველად სხვა ქარხნისგან მოდიოდა ამ „კრამიტის“ შეკვეთა, შემდეგ სააგენტოსგან დაუკითხავად ამ შემსრულებელმა შეცვალა მომწოდებელი ქარხანა. ამის გამო, დროთა განმავლობაში „კრამიტს“ ხარვეზი აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა დროებით საფრთხე არაფერს ემუქრება. დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს იმ ადგილებში, სადაც დაზიანება არის, რომ წყალი არ ჩავიდეს. წყლის ჩასვლის საშიშროება არ არსებობს. ნელ-ნელა დაიწყება ამ „კრამიტის“ გამოსწორება და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა. საუბარია ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებზე, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა