სერგი კაპანაძე - „კარტოგრაფების საქმე“ არის ის საქმე, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკურ სიცოცხლეს მოუსწრაფებს

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „კარტოგრაფების საქმეს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებულ ორ პირს, მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ედავებიან ქვეყნის ღალატს და დავით გარეჯის გაყიდვას, თუმცა, ეს სისხლის სამართლის საქმეში არ არის ნახსენები.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ ამ საქმით კიდევ ერთხელ დაანახოს საზოგადოებას, რომ საქართველოში არის ორპოლუსიანი სამყარო, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს ბოროტი სააკაშვილი.

„კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს, იმიტომ, რომ ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ჩააგდეს ციხეში, დააბრალეს ენით აღუწერელი რამ, ქვეყნის ღალატი და გარეჯის გაყიდვა, ეს დააბრალეს პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, თორემ რეალურად, მათ ამასაც კი არ ედავებიან უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში. ანუ, ეს არის ორი ადამიანი, რომელიც ტყუილად ზის ციხეში და ამ ბრალდებას აქვს ერთადერთი აზრი, ერთადერთი დანიშნულება, რაც პირდაპირ გაახმოვანა ბატონმა ღარიბაშვილმა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებმა, რომ დააბრალონ ღალატი წინა ხელისუფლებას.

ყველანაირი არგუმენტის, ყველანაირი საფუძველის და ყველანაირი გამართლების გარეშე და ეს ფანდი, რომელსაც ივანიშვილი უკვე იყენებს, რომ წინასაარჩევნოდ შემოჰყავს სააკაშვილი, რომ მას დააბრალოს მორიგი აბსურდი, მას ამჯერად არ გაუვა და ამის მცდელობა, რომ წარმოაჩინოს ორპოლუსიანი სამყარო საქართველოში, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი და მეორე მხარეს ბოროტი სააკაშვილი, ეს არ გამოუვა, რადგან ეს ასე არ არის. დღეს არის მრავალპოლუსიანი გარემო და მარტო ამ ორ ძალას შორის არ არის არჩევანი. ამიტომ, ივანიშვილის ეს მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად გაკოტრებულია ეს ხელისუფლება, რომ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მას არ გააჩნია,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს