პაატა ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიებაზე - შევიკრიბეთ, რომ გავიმარჯვოთ დიდ გველეშაპზე

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გავიმარჯვოთ დიდ გველეშაპზე , - ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინეს.

პაატა ბურჭულაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს ონლაინ, უცხოეთიდან მიმართა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილის კრედო არის გადაგდება, მოტყუება და ღალატი.“

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გავიმარჯვოთ დიდ გველეშაპზე, რომელიც ნელ-ნელა ეპატრონება ქართულ მიწას და სურს ქართული მიწა ქართველების გარეშე, რომელიც საქართველოში აღვივებს მტრობას და უნდა დაეპატრონოს მთელ საქართველოს და სურს ქართველები წავიდნენ საქართველოდან. მას არ სჭირდება საქართველოს მოქალაქე, მას სჭირდება ქართული მიწა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მის დაპირებას, რასაც 2012 წელს დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი და შეასრულა. მისი კრედო არის გადაგდება, მოტყუება, ღალატი. ამიტომაც არის, რომ არცერთი თავმოყვარე ადამიანი აღარ დგას მის გვერდში და მან მიატოვა მისი გუნდი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო