გრიგოლ ვაშაძე - მანუჩარ კვირკველია არჩევნებს ოქროს მედლით დაასრულებს

მანუჩარ კვირკველია არჩევნებს ოქროს მედლით დაასრულებს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მანუჩარ კვირკველია ქართველი კაცობის მაგალითია.

“აგვისტოს იმ ავადსახსენებელ დღეებში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ერთდროულად სამხედრო და ტერორისტული ოპერაცია, მაშინ რუსებმა ვერ შეძლეს საქართველოში იმედის მოკვლა და იმ იმედის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართული კაცობის მაგალითი იყო ჩვენი მანუჩარი, რომელმაც გააკოტრიალა სულ ყველა პეკინში და ევროპის ჩემპიონატიდან, მსოფლიოს ჩემპიონატიდან და ოლიმპიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდა და ასე ოქროს მედლით დაამთავრებს არჩევნებს მანუჩარ კვირკველია. უფალმა ამ ადამიანს განათლების და ნიჭის გარდა უზარმაზარი საჩუქარი მისცა კიდევ, ხუთი შვილის მამა მეექვსეს ელოდება და ამ ბრძოლაში “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავებისგან განსხვავებით, ის იმისთვის კი არ არის, რომ დიდ კაბინეტში დაჯდეს და გრძელი შავი მანქანით იაროს, არამედ, იმისთვის არის, რომ თქვენი და თავისი შვილებისთვის უნდა ნორმალური, განათებული, ადეკვატური ჯანდაცვით, ადეკვატური სამუშაო ადგილებით საქართველო - სამშობლო, რომ ქართველს ემიგრაციაში მონური შრომა აღარ უწევდეს”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა