მიხეილ სააკაშვილი - არ უნდა მოგვერიოს საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას „ქოციანობისა“ და ივანიშვილის სახით - არსებობს ვაქცინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით, - ასე მიმართა „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში ამომრჩეველს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში შეკრებილ ამომრჩეველს ონლაინ ჩაერთო.

„ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავთ იმიტომ, რომ არცერთი ვირუსი და არცერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგოც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გურიას სათანადოდ ვერ მიხედა მისმა ხელისუფლებამ, რადგან ვერ მოასწრეს.

„მე თავის დროზე დავიწყე ძალიან ბევრი რამ გურიაში, ვერ მივხედე გურიას სათანადოდ , როგორც უნდა მიგვეხედა, რადგან ვერ მოვასწარით უბრალოდ, მაგრამ გვქონდა გრანდიოზული გეგმები გურიაზე,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების კრიტიკას ბათუმის შეკრების შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის „წამზომი ჩართულია“. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხი „გააღატაკა და კიდევ აქეთ ამუნათებს“.

„დამთავრებულია ივანიშვილის დრო, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას, არავინ აღარ იქნება არავის ხელის ბიჭი ფეოდალი ყმები და განსაკუთრებით გურიაში მან გადაწყვიტა, რომ მთელი გურია აქციოს თავის ყმებად, თვითონ ხომ გაუნათლებელია და თავისზე სამჯერ უფრო გაუნათლებელ ნათესავებს მისცეს ყმებად“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის ხალხის გაღატაკება და ახლა დროა „გველეშაპის ტყუილის კოშკების დანგრევის“.

„მათ გმართეს ტყუილით, კორონა გაავრცელეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. თქვენ ხომ რევოლუციონერების მხარეს ხართ, თქვენ ხომ დიდი ქართველი მოღვაწეების მხარეს ხართ, ბებიაჩემის მხარეს ხართ ბოლოს და ბოლოს, ასე რომ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"