ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძე თავს კარგად გრძნობს და შემართებითაა, ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში ჰქონდა შეხება, ტესტირება ჩაუტარდება

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯაფარიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე თავს კარგად გრძნობს და ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

რაც შეეხება დარჩენილ ორ კვირას და წინასაარჩევნო პერიოდს, ჯაფარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მხარდამჭერს, რომელთანაც მამუკას შეხება ჰქონდა, აღმოაჩნდა კორონა, მანაც დაზღვევის მიზნით გაიკეთა ტესტი. პასუხი დადებითია და იმყოფება თვითიზოლაციაში, თუმცა თავს კარგად გრძნობს და შემართებითაა. სანამ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი არ იქნება, დარჩება თვითოზოლაციაში. ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში მამუკას ჰქონდა შეხება, ჩაუტარდება ტესტირება, ცენტრალურ ოფისში ვატარებთ დეზინფექციას. პირადად ბოლო ერთი თვეა, საბურთალოს ოფისში ვარ. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ მქონია და არ ვარ იზოლაციაში. რაც შეეხება დღის წესრიგს, ის არ შეცვლილა და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა ყველა წესის მკაცრი დაცვით. მოვუწოდებ ყველას, გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევა, რომ პანდემიამ უკონტროლო განვითარების სახე არ მიიღოს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ - ციფრები საკმაოდ მაღალია. მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მივიღოთ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს არჩევნების მეორე დღიდანვე. მთავარია, მოსახლეობა არ მოიცვას შიშმა, რასაც მიზანდასახულად ავრცელებს ხელისუფლება. ფაქტია, "ქართული ოცნება" ვერ მართავს სიტუაციას და როგორც კი ჩვენ გადავიბარებთ ხელისუფლებას, შევძლებთ როგორც ქვეყნის, ასევე კოვიდის მართვას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის