„ლელოში“ აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, პარტიის 6 წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა

პარტია "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, დაახლოებით 5-6 ადამიანი, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და პასუხს ელოდებიან.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მამუკა ხაზარაძის ინფიცირების წყარო უცნობია.

მამუკა ხაზარაძე თავს ნორმალურად გრძნობს, ჯერჯერობით მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. პარტიის ოფისში დეზინფექცია ჩატარდება. დღეს ყველა თანამშრომელი დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული და ხვალიდან გამოკვლევა დაიწყება“, - აცხადებენ პარტიაში.

მათი განმარტებით, ამ ეტაპზე „ლელოს“ საარჩევნო კამპანიაში ცვლილებები არ იგეგმება.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, თვითიზოლაციაშია გადასული და თავს კარგად გრძნობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა