თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეულ განმარტებებს აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტში სწავლება ჰიბრიდული ფორმით გაგრძელდება.

"აუცილებლად ვთვლით კომენტარის და განმარტების გაკეთებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ნაწილის წერილში არსებული ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა სოციალურ ქსელში, ზოგიერთ ინტერნეტ-გამოცემასა და ტელევიზიაში.

19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს: - კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში; - სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში; -ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“,- აღნიშნულია თსსუ-ს განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს