დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება.

მედიკამენტი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ შეიქმნა. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელ პარლამენტარებს სამეფოს მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ ჯონათან ვან-თემმა განუცხადა.

„ეს მომენტი უკვე შორს არ არის. სრულიად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ვაქცინის გამოყენებას დავიწყებთ შობამდე. ეს შესაძლოა, მნიშვნელოვნად აისახოს პაციენტების რაოდენობაზე, რომლებიც საავადმყოფოებში ხვდებიან და გარდაცვალებათა რაოდენობაზე“ , - განაცხადა ვან-თემმა.

მისი პროგნოზით, ვაქცინის მესამე ფაზის დაწყების შესახებ გამოცხადდება ნოემბრის ბოლოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს