„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს” პირველი სხდომა გაიმართა

ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, მოხალისეობრივად შექმნილი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს” პირველი სხდომა გაიმართა და ბიურო დაკომპლექტდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებშიც საბჭოს წევრებმა 6 კაციანი ბიურო აირჩიეს, თავმჯდომარის, ვიცე თავმჯდომარისა და 4 თემატური მიმართულების კოორდინატორის შემადგენლობით.

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი და წარმომადგენლობითი, საბჭოს წევრები სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა კომისიამ ღია და გამჭვირვალე პრინციპით, საპილოტე წელს ერთი წლის მანდატით შეარჩია. კომისიას შორის იყვნენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა „გადავარჩინოთ ბავშვები“(Save the Children in gerogia), „საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია“ (Georgia Red Cross Society) ვორლდ ვიჟენი (world vision georgia)

ხსენებულ საბჭოს წარმოადგენენ საქართველოს 10 რეგიონის და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების 22 და საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ქოლგა ორგანიზაციის ერთი ახალგაზრდა.

საბჭოს აქვს საკონსულტაციო როლი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ პრიორიტეტების დასახვაში და ამავე დროს პროაქტიურად დააგენერირებს ახალ, სფეროსთვის რელევანტურ იდეებს, რომლებსაც ინიცირებას გაუკეთებს სააგენტოს.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, ევროპის საბჭოს advisory council on youth მოდელით შეიქმნა სრულიად მოხალისეობრივად, სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ ძირითადი მიმართულების „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის“ (Meaningful youth participation) ფარგლებში, რაც ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს, რომელიც მათ ეხებათ როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.

მოცემული მიმართულება ევროპის საბჭოს პრიორიტეტებშიც აღინიშნა, „ევროპის საბჭომ“ 2019 წლის სექტემბერში რეკომენდაციების გასაზიარებლად საქართველოში ექსპერტთა მისია წარადგინა, რომელსაც სააგენტომ უმასპინძლა. 2019 წლის ნოემბერში, „ევროპის საბჭოსა“ და სააგენტოს ორგანიზებით „ახალგაზრდების ჩართულობის“ თემატიკაზე, 31 ქვეყნის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა, სადაც ექსპერტების რეკომენდაციებით „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შექმნა “Advisory Council on Youth” მოდელით გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლის 26 აგვისტოს დაარსდა ახალგაზრდულ თემატიკაზე მომუშავე მანამდე არსებული სამი უწყების გაერთიანების შედეგად და პასუხისმგებელია ქვეყანაში მთელს ახალგაზრდულ სფეროზე.

სააგენტოს მთავარი გამოწვევა და სამწლიანი რეფორმის მიზანი კი არის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ე.წ. „ევროკავშირის მოდელით“ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა