იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

იტალია კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ზომების მიღების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა.

მისი თქმით, მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ, გამკაცრდება რესტორნების გახსნის დროსა და იქ დასაშვები ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები.

სკოლაში ცვლილებები ძირითადად უფროსკლასელებს შეეხებათ. სწავლა შედარებით გვიან დაიწყება და მეტწილად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება. ამასთან, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება.

გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდება ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები.

პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განმარტა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილებაა.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ," - განაცხადა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა. კერძოდ, ქვეყანაში შაბათს კვირას კოვიდ 19-ის 10 925, კვირას კი - 11 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 414 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 500 ადამიანი დაღუპულია.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია