BBC - ჩრდილოეთ კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ნაციონალისტმა ერსინ ტატარმა გაიმარჯვა

თურქეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კვიპროსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ნაციონალისტმა ერსინ ტატარმა გაიმარჯვა, რომელიც კვიპროსის ორად გაყოფას უჭერს მხარს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტატარმა არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 52 % მიიღო.

„ჩვენ ვიმსახურებთ სუვერენიტეტს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკად ვიარსებოთ და ამიტომ, ჩვენმა მეზობლებმა სამხრეთით, ისევე როგორც მსოფლიო საზოგადოებამ, თავისუფლებისთვის ჩვენს ბრძოლას პატივი უნდა სცენ, რადგან ჩვენ ამას ვიმსახურებთ,“- განაცხადა ტატარმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერსინ ტარტარს გამარჯვება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა და აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას კვიპროსელი თურქი ხალხის უფლებების დასაცავად.

ცნობისათვის, კვიპროსი 1974 წლიდან ორადაა გაყოფილი. კუნძულის მესამედს, ჩრდილოეთ ნაწილში, კვიპროსის თურქული მთავრობა მართავს, ორ მესამედს კი, სამხრეთ ნაწილში, კვიპროსელი ბერძნების საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა. თვითაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 300 000 ადამიანს შეადგენს, დამოუკიდებლობა მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი კი მას კვიპროსის ნაწილად განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო