შვეიცარიაში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, 15 პირზე მეტის თავშეყრა კი იკრძალება

შვეიცარიაში, კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღეიდან ყველა დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება და 15 პირზე მეტის თავშეყრა იკრძალება. კერძოდ, მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში, ეკლესიებსა და კინოთეატრებში ატარონ.

გარდა ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლიდან იმუშაონ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შესაძლებელია.

„კოვიდ 19-ის გავრცელების ტემპი ძალიან სწრაფად გაიზარდა. ზამთარი ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ. ყოველი დღე მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ.

მისივე თქმით, მთავრობა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე მუშაობს, რომელიც იმ შემთხვევაში დაწესდება, თუკი ახალი ზომები შედეგს არ მოიტანს.

ცნობისათვის, შვეიცარიაში, რომლის მოსახლეობა 8.6 მილიონია, პარასკევს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 3 105 შემთხვევა- გამოვლინდა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, 74 422 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 1 823-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა