ბელარუსმა სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 230 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დემონსტრანტების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქ მინსკში დააკავეს.

მინსკში კვირას გამართული ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეცტექნიკა გამოიყენეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა პარტიზანების გამზირზე ჰაერში რეზინის ტყვიები ისროლეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მათ ტრანსპორტს ქვები დაუშინეს.

შეგახსენებთ, მინსკში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები 9 აგვისტოდან იმართება. მოსახლეობის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, რომელშიც, ოფიციალური შედეგების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა