აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს

სომხეთის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ, დღეს დილიდან კი - აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავენ, -ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 18 ოქტომბერს დღისით და ღამის განმავლობაშიც ოპერაციები აღდარა-აღდამის, ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილისა და მდინარე არაზის გასწვრივ მიმდინარეობდა.

„ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო