ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მოაწერეს. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბლდულ ლატიფ ბენ რაშედ ალ-ზაიანის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ 8 შეთანხმების მიღწევა შეძლეს, რომელთა მიზანიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური, მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

ისრაელის მხრიდან დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეირ ბენ-შაბათმა მოაწერა. მისი თქმით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას არ გაატარებენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-ის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს