დღეს საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

დღეს საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 19 ოქტომბერს, დღის ბოლოდან, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს