IPSOS-ის მიერ გამოკითხულთა 32%-ი ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმე ოპონენტების წინასაარჩევნო დევნაა, 13%-ს კი მიაჩნია, რომ რეალური დანაშაულის გამოძიებაა

IPSOS - ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32 %-ი ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმე ოპონენტების წინასაარჩევნო დევნაა. 13%-ს მიაჩნია, რომ ეს არის რეალური დანაშაულის გამოძიება. 16% ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმე ორივე, ზემოთ ჩამოთვლილ, მიზანს ემსახურება. კითხვაზე პასუხი არ იცის 39%-მა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38%-ს არ სჯერა, რომ აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიების უკანონოდ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული, 17%-ს კი სჯერა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის გამოკითხულთა 34%-ს არ სჯერა, 8%-ს კი სჯერა.

რიგით მესამე კვლევა კომპანიამ „მთავარი არხის" დაკვეთით ჩაატარა. IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს