Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონიდან 40 მილიონამდე 32 დღეში გაიზარდა. შედარებისთვის: შემთხვევების 20-დან 30 მილიონამდე მომატებას 38, ხოლო 10-დან 20 მილიონამდე გაზრდას 44 დღე დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულების რაოდენობამ 10 მილიონს ჩინეთის ქალაქ უხანში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 3 თვეში მიაღწია.

Reuters-ი წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 347 000-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ოქტომბრის პირველ კვირაში კი ეს მაჩვენებელი 292 000 იყო.

შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია გამოვლენილი. ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე გლობალური შემთხვევების 47.27% მოდის.

აშშ-ში ყოველ 10 000 მოსახლეზე ინფიცირების 247 შემთხვევა, ინდოეთში - 55, ბრაზილიაში კი 248 ფიქსირდება.

რაც შეეხება ევროპას, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 150 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ევროპაზე, ინფიცირების გლობალური შემთხვევების 17 და ფატალური შემთხვევების 22% მოდის.

პანდემიის დაწყების დროიდან, ვირუსს 1.1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევების 2.8%-ი ფატალურად დასრულდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეფექტური ვაქცინის მასობრივ გამოყენებამდე კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს