ილჰამ ალიევი - ჯებრაილის რაიონის 13 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს და აზერბაიჯანული დასახლებების წინააღმდეგ მძიმე არტილერია გამოიყენეს.

„აზერბაიჯანის არმიამ მტერს უპასუხა და რამდენიმე დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა,“- წერს ალიევი.

იხილეთ ვიდეო: ჯებრაილის რაიონის 13 სოფელი გავათავისუფლეთ - ილჰამ ალიევი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა