ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსის მართვისთვის 4 ნაბიჯს ასახელებს

„ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსის მართვისთვის 4 საკითხს ასახელებს. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, რათა დეკემბერში მდგომარეობა სერიოზულად არ დამძიმდეს.

  1. საჯარო კომუნიკაციაში სრული ჩავარდნაა. ეს დრამატულად უნდა შეიცვალოს. სატელევიზიო და სოციალურ მედიაში ინტენსიური კამპანიის (და არა ბრიფინგების!) პარალელურად, ცხელი ხაზებზე (112, 144, 1505) უნდა ვრეკავდეთ უპრობლემოდ და კვალიფიციურად უნდა გვპასუხობდნენ ყველა საჭირო კითხვაზე. საჯარო კომუნიკაციისა და ცხელი ხაზების მომსახურების გაუმჯობესებისა და ოჯახის ექიმების გაძლიერების პარალელურად, გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი სწრაფი ტესტი, რომელსაც სეზონური გრიპის პერიოდში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დღეს არსებულ მასობრივ ქაოსთან გამკლავების დანიშნულება ექნება.

პირბადის ტარება (დაფარული ცხვირით!) სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერ საჯარო სივრცეში და მისი განუხრელი აღსრულებაა საჭირო. 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ უპირობოდ ყველგან! პირადი ჰიგიენა საკვანძოა!

ჩვენი ოჯახების დემოგრაფიისა და იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს ოჯახში რისკ-ჯგუფში შემავალი ერთი ადამიანი მაინცაა, მომდევნო 2-3 კრიტიკული თვის განმავლობაში საკარანტინო სივრცეებში ნებაყოფლობით განვათავსოთ რისკ-ჯგუფში შემავალი არაინფიცირებული (!) ადამიანები. ეს საშუალებას მოგცემს, ნაკლებრისკიანი მოქალაქეების მიერ ინფექციის მსუბუქი ფორმები თვითიზოლაციის პირობებში, ოჯახის ექიმების რეგულარული სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ, ეფექტიანად იმართოს და თან ინფექცია რისკის მქონე პირებზე არ გავრცელდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ არა-covid, ცხელების და covid-კლინიკებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია უნდა დაიწყოს, რომ მრავალპროფილური საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებისაგან დავიცვათ და, იმავდროულად, სხვა დიაგნოზის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება არ მოვაკლოთ. სამედიცინო სექტორის დაფინანსების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ვრცლად ამ ნაბიჯების შესახებ თავის პირად ბლოგში https://sapere8aude.wordpress.com/2020/10/19/ საუბრობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს