მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტის პასუხს დღეს ელოდება

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლელოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მისი კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

მათივე ცნობით, ხაზარაძე ამ ეტაპზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ, დღეს იქნება.

„ჯერჯერობით ნორმალურად გრძნობს თავს, ელოდება განმეორებითი ტესტის პასუხს, სიმპტომები არ დამატებია და თავს გრძნობს მხნედ,“ - განაცხადეს „ლელოს“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა