ენტონი ფაუჩი - დონალდ ტრამპის დაინფიცირება არ გამკვირვებია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება სრულებით არ გაკვირვებია.

„შევწუხდი, რომ ის ავად გახდებოდა, როდესაც დავინახე, რომ ხალხში აბსოლუტურად სარისკო სიტუაციაში იყო - ხალხისგან მოშორებით არ იდგა და პირბადე თითქმის არავის ეკეთა. როდესაც ეს ტელევიზიით ვნახე, ვთქვი, ღმერთო ჩემო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ეს პრობლემა გახდება“, - განაცხადა ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში.

ფაუჩიმ მინიშნება გააკეთა „ვარდების ბაღში“ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ემი კონი ბარეტი წარადგინა. 26 სექტემბრის ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ კორონავირუსი სულ მცირე 12 ადამიანს დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო