არმაზ ახვლედიანი - დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ თავისუფლება ვერა და ვერ მოვიპოვეთ

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ის თავისუფალი ვერ გახდა. ახვლედიანის თქმით, თავისუფლება გამორიცხავს ისეთ არანორმალურ მმართველობას, რეჟიმებს, რაც საქართველოს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში აქვს.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, სწორედ ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს გარდამტეხი ცვლილებებით 31 ოქტომბერს.

„საბჭოთა დროს ჩვენი ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახურული სივრცე იყო. აქ უამრავი საბჭოთა ჯარისკაცი, მათ შორის მესაზღვრე, ყოველდღე, დღე და ღამ აკონტროლებდა საზღვარს, ზღვის ტრაექტორიას, რადგან საბჭოთა ჯოჯოხეთიდან თავისუფალ სამყაროში გაქცევის არაერთი მცდელობა იყო.

დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ თავისუფლება ვერა და ვერ მოვიპოვეთ. ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ თავისუფლება ისეთი რამ არის, რაც გამორიცხავს ისეთ არანორმალურ მმართველობას, ისეთ არანორმალურ რეჟიმებს, ჩვენ რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გვაქვს. არც რეჟიმს უნდა, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და არათავისუფალი გარემო თავისთავად არის ასეთი რეჟიმების მკვებავი!

აი, ეს არის რეალურად ჩაკეტილი წრე! ამ წრეს გავარღვევთ 31 ოქტომბერს, ამას დავასრულებთ და დავიწყებთ რეალურ სვლას თქვენი, თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის რეალური თავისუფლებისკენ!“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა