„ევროპის უნივერსიტეტში" პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდა

„ევროპის უნივერსიტეტში" სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა, რაც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების უსაფრთხოების რეკომენდაციების შესაბამისად, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების საუნივერსიტეტო სივრცეში განახლებას გულისხმობს, სალექციო კურსი კი კვლავ ონლაინ გაგრძელდება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ლაბორატორიული მუშაობის განახლება მნიშვნელოვანი განსაკუთრებულად მედიცინის ფაკულტეტისთვის არის, რადგან პრაქტიკული სამუშაოების გარეშე ფაკულტეტის არსებობა ფაქტიურად შეუძლებელია.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების უსაფრთხოების რეკომენდაციების თანახმად, უნივერსიტეტში დაცული იქნება ერთმეტრიანი დისტანცია მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტი გადაადგილდება პირბადით, სავალდებულოა სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება და საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო