„თავისუფალი საქართველო“ „ლელოს“ დებატებში იწვევს

საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე „თავისუფალი საქართველო“ „ლელოს“ დებატებში იწევს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატმა, როინ ხიჯაკაძემ განცხადა, ლელოს“ შემადგენლობაში ვალერი გრიგალშვილი გაწევრიანდა, რომელიც თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი იყო.

„გაუგებარია „ლელოს“ წევრების განცხადებები, როდესაც ისინი ერთი მხრივ სასამართლო რეფორმებზე და მურუსიძე-შოთაძის ამ სისტემიდან გაშვებაზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, გრიგალაშვილი ჰყავთ საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული. ეს ფაქტი აბსოლუტურად გაუგებარია, ამიტომაც ჩვენ მართლმსაჯულების სისტემაზე სასაუბროდ, „ლელოს“ დებატებში ვიწვევთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ „ლელო“ არის იმ მართლმსაჯულების კორუმპირებული სისტემის ლობისტი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. როგორც ჩანს, „ლელოც“ აპირებს ამ ტენდენციის გაგრძელებას“, - განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ დაემსგავსებიან იმ ხელისუფლებას, რომელიც ოპონენტებს მხოლოდ ბილბორდებიდან ესაუბრება.

„ნუ დავემალებით ერთმანეთს. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენივე განსხვავებულობა კორექტულობის ფარგლებში პოლიტიკური დებატების დროს წარმოვაჩინოთ, დასკვნებს კი, ამომრჩეველი თავად გააკეთებს“, - აღნიშნა როინ ხიჯაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო