„თავისუფალი საქართველო“ განათლების სამინისტროს მოუწოდებს, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არ დაიწყოს

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ამ დღეებში მის პარტიას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან, მათ მიმართ გასატარებელ დისციპლინარულ სანქციებზე საუბრობენ.

„ამ დღეებში უამრავი ადამიანი მოგვმართავს, ისინი ამბობენ, რომ სასწავლებლების ხელმძღვანელები მათ ადგილზე გამოცხადებას ავალებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრებათ. აქედან გამომდინარე, გვინდა მივმართოთ ე.წ. კორონავირუსის სამეულს. ცალკეული სექტორი იმუშავებს, თუ დაიხურება, უნდა იყოს მიღებული მათი რეკომენდაციის საფუძველზე. გვინდა ვთხოვოთ მათ, რომ მისცენ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც პოლიტიკურად მიუკერძოებელი რეკომენდაციები. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული ინფიცირებული იყო, ეს ადამიანები ხელისუფლებას ეკლესიების დაკეტვისაკენაც კი მოუწოდებდნენ. გვახსოვს ისიც, რომ ანალოგიურ პირობებში დაიკეტა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, რის გამოც ასობით ათასი ადამინი შესაბამისი შემოსავლების გამო დარჩა. გაუგებარია და ვთხოვთ განმარტებას, ამ შემთხვევაში რითი აიხსნება უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა, მით უმეტეს, რომ ეს დაწესებულებები არც ფინანსური შემოსავლების კუთხით უქმნიან მოსახლეობას პრობლემას და ქვეყანაში დღეს უფრო ბევრად მეტად ინფიცირებულია კორონავირუსით, ვიდრე გასულ პერიოდში“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე აზრით, ორმაგი სტანდარტებით ქმედება სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

კახა კუკავას აღნიშნულ განცხადებას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა