ალეკო ელისაშვილის პარტია ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო არჩევნები ორი დღის განმავლობაში - 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდეს

ხელისუფლებას და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ - ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კორონაპანდემიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივად ეს შეთავაზება რთული და თითქმის შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვერ მოესწრება, ასევე ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გაცილებით მნიშვნელოვანია.

„ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ - ნაცვლან 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩავატაროთ, მაგალითად, გავანაწილოთ სიებით, ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურების სრული დაცვა მოხდეს. ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ ამ დისკუსიაში დაუყოვნებლივ ჩავერთოთ. ვიცით, რომ სამართლებრივად ეს რთული და თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციურ ვადებში ვერ მოესწრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას შევთანხმდეთ ორდღიან საარჩევნო ციკლზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა